aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომან გოცირიძე: ეს კანონი იმას ნიშნავს, რომ პარტიები მოსყიდულები იქნებიან ბიუჯეტის ფულით

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალურ მოძრაობაში” პარლამენტს დეპუტატების სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივას საშიშ კანონს უწოდებენ და მის მხარდაჭერას არ აპირებენ. ამის შესახებ “ნიუპოსტი” წერს.

საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც არჩევნებში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, შესაძლოა კვალიფიციური სუბიექტი გახდეს და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. ინიციატივის თანახმად, ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუკი პარტიის წარმომადგენელი მოხვდება პარლამენტში და ფრაქციის ფორმირებას შეძლებს.

როგორც “ნიუპოსტს”რომან გოცირიძემ განუცხადა, საქმე გვაქვს პოლიტიკოსების მოსყიდვის მცდელობასთან.

“ეს არის ძალიან საშიში კანონი. ეს ნიშნავს იმას რომ პარტიები მოსყიდულები იქნან ბიუჯეტის ფულით. ძალიან ნათელი მაგალითია, როცა მრეწველებმა ერთი მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანეს, ახალი კანონის მიხედვით კი არის მოთხოვნა, რომ მან უნდა შექმნას ფრაქცია. ანუ უმრავლესობამ ასესხა 5 კაცი, შეიქმნა ფრაქცია, მოხდა მისი ინტგრირება უმრავლესობაში და გარდა ამისა უნდათ ბიუჯეტის ფულით დააფინანსონ ეს პარტია. თუ შემთხვევით ერთიან ორი მაჟორიტარი შევა, პარლამენტში გასულ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია წაუმატოს ფრაქციის შესაქმნელად საჭირო ადამიანების რაოდენობა და ამით მიისაკუთროს ეს პარტია. რეალურად საბიუჯეტო სახსრების მიღების სურვილით პარტიის მოსყიდვა პრივატიზება ხდება”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო დაფინანსებას ის პოლიტიკური პარტია იღებს ვინც არჩევნებზე 3%-იანი ზღვარი გადალახა აბსოლუტურად სწორია.

“ეს ლოგიკურია და ნიშნავს, რომ არსებობს პარტია, რომელსაც სერიოზული საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. ახალი ინიციატივით, კი შემთხვევით მოხვედრილი მაჟორიტარი, რომელსაც უმრავლესობა მოისყიდის ასეულობით ათას ლარს მიიღებს სახელმწიფოს ბიუჯეტისგან. ჩვენ შეგვეძლო იმ შემთხვევაში დაგვეჭირა მხარი ამ ინიციატივისთვის, თუკი პარტია არჩევნებში 6 კაცს გაიყვანდა”- აღნიშნა ენმ-ს ლიდერმა.

წყარო: newposts

იტვირთბა....