aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როდესაც ქვეყანაში პრობლემებს ვერ წყვეტ, კარგია პრეზიდენტს შპიონაჟი და ტერორიზმის ხელშეწყობა დააბრალო“

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, როდესაც ხელისუფლება პრობლემებს ვერ წყვეტს, ეკონომიკა ვერ დაქოქა, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, კარგია, რომ  პრეზიდენტს  შპიონაჟი და ტერორიზმის ხელშეწყობა დააბრალო.  ამის შესახებ მარგველაშვილმა გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

”…როდესაც პრობლემას ვერ წყვეტ, როდესაც ვერ დაქოქე ეკონომიკა, როდესაც ახალი პროექტი ვერ შემოიტანე, ის პრობლემები, რასაც თქვენ ამბობთ, ეს ხომ მეც მეხება? ლაპარაკია იმაზე, რომ რეორგანიზაცია არის და შოკშია ყველა – ვის გაუშვებენ სამსახურიდან.

ამ ფონზე, როდესაც ამ პრობლემებს ვერ წყვეტ, რა თქმა უნდა, კარგია პრეზიდენტს დააბრალო შპიონაჟი და ტერორიზმის ხელშეწყობა და ეს გახადო სამსჯელო თემა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....