aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში

aviabiletebi
ავიაბილეთები

სინოპტიკოსები დღეს უმეტესად უნალექო ამინდის პროგნოზირებენ. როგორც “მეტრონომს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში დაბლობსა და ბარში ტემპერატურა +18 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთში +13 გრადუსამდე.

რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, ნიორაძე ამბობს, რომ ხვალ მცირე ნალექცია მოსალოდნელი, რაც კვირის ბოლოსაც განმეორდება:

“ხვალ, 9 იანვარს დღისით, დასავლეთ საქართველოში ყველგან, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს. ტემპერატურა იქნება +7, +12 გრადუსის ფარგლებში.

რაც შეეხება 10 იანვარს, უკეთესი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან ნალექი, ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. ხოლო ტემპერატურა +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი იქროლებს დასავლეთის მიმართულებით.

11 იანვარს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, +16 გრადუსამდე იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესაც ღრუბლიან, ნისლიან ამინდს ველოდებით, ზოგან მცირე ნალექია მოსალოდნელი. ტემპერატუა +3+8 გრადუსის ფარგლებში, თბილისში +12 გრადუსამდე იქნება. შესაძლებელია მცირე ნალექი იყოს თოვლ-ჭყაპის სახით.

რაც შეეხება 13-14-ს ისევ ნალექიან ამინდს ვფიქრობთ დასავლეთსა და აღმოსავლეთშიც”- აღნიშნა “მეტრონომთან” სვეტლანა ნიორაძემ.

იტვირთბა....