aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები შობას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხვალ სინოპტიკოსები უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. როგორც “მეტრონომს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დაბლობში +12, +17 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან მცირე ნალექი და ნისლი იქნება.

დედაქალაქს რაც შეეხება, 5 იანვარს, შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი იყოს.

ზეგ, 6 იანვარს, დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, – +9, +10,+ 14 +15 გრადუსამდეა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მთაში კი თოვლი.

შობას, 7 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.

იტვირთბა....