aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ ამინდს ვარაუდობენ საქართველოში 5 სექტემბრამდე სპეციალისტები

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ პერიოდში შესაძლებელია ხანმოკლე, მცირე წვიმა. კერძოდ, 3 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე წვიმას ელიან.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28–30 გრადუსის ფარგლებში იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში – დღისით ჰაერის ტემპერატურა 29–34 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 25–30 გრადუსის ფარგლებში იქნება.
5 სექტემბრამდე თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია ღამისა და საღამოს საათებში იყოს მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით 27–29 გრადუსის ფარგლებში იქნება;

იტვირთბა....