aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

მომდევნო სამი დღის განმავლობაში, – 20, 21 და 22 აგვისტოს, საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 34-39 გრადუსამდე იქნება.

უნალექო ამინდებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 31-36 გრადუსამდე დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ამავე პერიოდში დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსი დაფიქსირდება.

იტვირთბა....