aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

“ჯორჯიან თაიმსისა” და “გორბის” ორგანიზებით რიგით XIX ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება გაიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

14 დეკემბერს, თბილის გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX  ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება და საზეიმო საღამო გაიმართა, რომელშიც, სულ 38 კომპანია მონაწილეობდა. აქდან, 32 მონაწილე კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული მოოქროვილი სამკერდე ბროშით – ბოლნური ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო ექვს ინვესტორ კომპანიას გადაეცა მოოქროვილი სამკერდე ბროში – ლომის გამოსახულებით.

ღონისძიებას მთავრობის, საკანონმებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, მედია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.  სტუმრებს შორის გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი,“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სხვა ოფიცილური პირები.

ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე, ტრადიციულად,  2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდნენ.

ღონისძიების ერთ-ერთი საინფორმაციო მხარდამჭერი ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი” იყო, რომელსაც ორგანიზატორებმა ბიზნესის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისათვის სპეციალური სერთიფიკატი გადასცეს.

ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები იყვნენ

1 – ავერსი

2- ასკანელი ძმები

3 – ბადაგონი

4 – ბაზისბანკი

5 – ბრავო რექორდს

6 – გალფი

7 – გეოპლანტი/გურიელი

8 – გიუაანი

9 – დანკინ’ დონატსი

10 – დუგლაძეების ღვინის კომპანია

11 – ენსისი

12 – ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი

13 – ზარაფხანა

14 – კავკასიისავტოიმპორტი

15 – ლილო მოლი

16 – ნიკორა სუპერმარკეტი

17 – ორბი ჯგუფი

18 – პეესპე ჯგუფი

19 – პეტროკასენერჯი ჯგუფი

20 – სანტეჯი-ემ-თიპროდუქტები

21 – სარაჯიშვილი

22 – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი

23 – სოკარი

24 – ტოიოტა ცენტრი თბილისი

25 – ქედის ტუდიო

26 – შუხმან ვაინს ჯორჯია

27 – ჯორჯიან პროდაქტს

საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია – გრან-პრის მფლობელი, კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა და წელს, გამარჯვებული კომპანია „ავერსი და პაატა კურტანიძე გახდა.

ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მონაწილეებს ამ დაფასებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული 9 000 თანამშრომელის სახით, იმისთვის, რომ ჩვენი კომპანია ასეთი წარმატებული ყოფილიყო  მომავალი წელს არისავერსის” 25 წლის იუბილე, რაც საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.

მინდა წარმატება ვუსურვო მომავალში ყველა მონაწილეს და ვიმედოვნებ, რომ მრავალი წლის განმავლობაშიავერსიმოწინავე პოზიციაზე იქნება.” – განაცხადა “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში “ავერსის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ.

Investment Award  – ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მესამედ გაიმართა და მასში ექვსი გამარჯვებული ინვესტორ კომპანია მონაწილეობდა:

1 – დრიმ ლენდ ოაზისი

2 – ლისი დეველოპმენტი

3 – მეღვინეობა შილდა

4 – ქართული ზეთისხილი

5 – ჯეოსთილი

6 – ჯორჯიან მანგანეზი

საუკეთესო ინვესტორები წელსაც დაჯილდოვდნენ და მათ გარდამავალი ჯილდო გადაეცათ. საუკეთესოთა შორის საუკეთესო ინვესტორი კომპანია, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, წლის  კომპანია დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე გახდა.

ამგვარი ღონისძიებები ბიზნესისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, თავად ეს ფაქტი კი, – გამარჯვებაჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

მოგეხსენებათ, კომპანია მთლიანად ავსტრიულია და ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ამ ხალხს ნდობა ჰქონოდათ ჩვენი ქვეყნისადმი. საქართველოში მათ განხორციელებული აქვთ 50 მილიონზე მეტი ინვესტიცია და სადღაც 100 მილიონ დოლარამდეა ჩადებული ჩაქვისდრიმ ლენდ ოაზისისპროექტზე გათვლილი, რომელიც უკვე უნდა დასრულდეს. ამის გარდა, სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ მსგავსი პროექტების განხორციელებას

რაც შეეხება დღევანდელ ჯილდოს, ის ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია. ამგვარი აღიარება კი, ბიზნესმენებისთვის უმაღლესი წარმატების ნიშანია, რისკენაც, ყველა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი იღწვის,“  – განაცხადა მან ნიკოლოზ გეგუჩაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

წელს, საპატიოს ტუმრების სტატუსით, ღონისძიებაზე შემდეგი კომპანიები იყვნენ:

1 – საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“

2- სიღნაღის არტ ჰოტელი

3 – შავი ზღვის უნივერსიტეტი

4 – ღვინისეზო N1

5 – წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო

ყველა ზემოთჩამოთვლილი კომპანია სამკერდე ნიშნით, – ვერცხლის მოოქროვილი ბოლნური ჯვრით დაჯილდოვდა.

ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლე იყო: ექსპერტების ჯგუფმა წლის რჩეული ბიზნესი გამოავლინეს და ასეთ წარმატებულად კომპანია ,,ჯორჯიან პროდაქტს და სოფიო ბარდაველიძეგახდა.

სიახლე იყო ისიც, რომ წელს პირველად, საუკეთესო მედია საშუალება ბიზნესმესმენებმა დაასახელეს და მათი გადაწყვეტილებით, ასეთად, ტელეკომპანია ტვ პირველი დასახელდა.

რაც შეეხება ჟურნალისტების რჩეულ კომპანიას: წელს მათი გამოვლენილი, როგორც ყველაზე სტრატეგიული და მომავლის კომპანია,  „ქართული ზეთისხილი და გიორგი სვანიძე გახდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღონისძიებაზე, “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი წვლილის შეტანისა და საუკეთესო ინვესტორის ნომინაციაში ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის გენერალური დირექტორი ლიუ ძი მინი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ღონისძიების მუდმივი სპონსორობისა და მხარდაჭერისათვის, ასევე დაჯილდოვდა კომპანია სოკარიმაჰირ მამედოვი. მასაც, საჩუქრად გადაეცა მოოქროვილი გულსაკიდი – ლომის გამოსახულებით.

დაჯილდოება ამით არ დასრულებულა! მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ კრეატიული ჯგუფის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა და მოოქროვილი სამკერდე ვერცხლის ლომით   დაჯილდოვდა კომპანია „შუახმან ვაინს ჯორჯია“ და ნუცა აბრამიშვილი.

ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა არც კომპანია „ზარაფხანა და ის ბიზნესის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის, მოოქროვილი ლომის  გულსაკიდით დაჯილდოვდა.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ:

ასეთი სახის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ბიზნესის წარმატება, რადგან მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება. საქართველოსთვის ბიზნესი ერთერთი საწინდარია, რადგან ის ხელს უწყობს  ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ბიზნესის დაჯილდოებით  ბიზნესმენებს წინ წავწევთ. ამით უფრო მეტი საშუალება გვექნება შანსი მივცეთ მას, რომ  სწრაფად განვითარდეს და მიაღწიოს უფრო მაღალ კეთილდღეობის დონესბიზნესის წახალისება ბიზნესმენებს უბიძგებს, რომ უფრო მეტი გააკეთონ, რადგან ჩვენს ქვეყანას ბევრად მეტი სჭირდება.”– განაცხადა მან.

ჟურნალისტებთან საუბარში, ღონისძიება შეაფასა მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისდამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა:

ბიზნესრეიტინგის ღონისძიება 1995 წელს დავაარსეთ და წლევანდელის ჩათვლით, მან უკვე მეცხრამეტედ ჩაიარა. სულ დაჯილდოებული გვყავს 282 კომპანია. შესაბამისად, ეს მეტყველებს იმაზე, რომჯორჯიან თაიმსი“  ყოველთვის მხარში უდგას ქართულ ბიზნესს.

ჩვენ ჯერ კიდევ  წლების წინ ვაჯილდოებდით  ისეთ ქართულ ბიზნესს, რომლებსაც მაშინ არავინ არ იცნობდა, ახლა კი უკვე ძალიან პოლპულარულები არიანეს კი გარკვეულწილადჩვენი აღიარებაცაა.

ვფიქრობ, გავა წლები და ბიზნესსამყაროში კიდევ უფრო მეტი კაშკაშა ვარსკვლავი  გამოჩნდება.

ჩვენი კრიტერიუმებიკი  მკაცრი იყო და ის ისევ ასე რჩება.

ჯორჯიან თაიმსისსახელით ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და სამომავლოდ, საიუბილეო ბიზნესრეიტინგის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტ სიახლეს გპირდებით!“ – განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან ატარებს. ჩვენი სლოგანი კვლავ უცვლელია – ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით“.

თამუნა დუღაშვილი

 

იტვირთბა....