aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მუშაობა ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად პოლიტიკური კატაკლიზმებისა, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მუშაობა ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაახლოებით 10-მდე ადამიანია, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ, ასევე არის დაახლოებით 100-მდე ადამიანი, რომლებიც საჯარო სამსახურის პროფესიული სტანდარტებიდან გამომდინარე მუშაობენ.

„მიუხედავად პოლიტიკური კატაკლიზმებისა, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გარკვეული მიმართულებით მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მუშაობა ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყეს. ასეთი ადამიანები ჩვენი საჯარო სამსახურის სიამაყეები არიან. ადამიანები, რომლებიც ადმინისტრაციაში ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს მუშაობდნენ, ჩვენთვის საამაყოები არიან. ისინი პროფესიონალები არიან. პრეზიდენტები იცვლებოდნენ და ეს ხალხი არ იცვლებოდა. ისინი ჩვენგან ასეთი კვალიფიციური ინსტიტუტის შექმნისთვის მადლობას იმსახურებენ. ეს შეურაცხყოფა თავში არ მოსვლია არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, მეც არ მიფიქრია, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინა ადამიანებისთვის. ამ მოტივაციის ახსნა ჩემთვის ძნელია, სახელმწიფოსთვის კი შეურაცხმყოფელი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....