aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ფასად შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისში არსებულ აუზებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, თბილისში მოსახლეობისთვის აუზზე დასვენების ფასები აქტუალური გახდა.

სწორედ ამიტომ “მეტრონომი” დაინტერესდა თბილისში არსებული აუზების ფასებითა და აქციებით.

“ოლიმპიური” აუზის ერთჯერად, ულიმიტო ვიზიტზეზე 50%-იან ფასდაკებას გთავაზობთ. ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით 15 ლარს 30 ლარის ნაცვლად. 5 წლამდე ასაკის ბავშვები და 5 დან 16 წლამდე ბავშვები მეურვის გარეშე აუზზე არ დაიშვებიან.

ერთჯერადი ულიმიტო ვიზიტი გრანდიოზული ფასდაკლებით განახლებულ ღია აუზზე `Sport Time`-ისგან.
ორშაბათი-პარასკევი: 15 ლარი 20 ლარის ნაცვლად ხოლო შაბათი-კვირა: 20 ლარი 25 ლარის ნაცვლად.
გამაჯანსაღებელი კომპლექსი „Sport time“ აერთიანებს ღია, დახურულ, საბავშვო საცურაო აუზებს, ფინური ტიპის საუნას, ფიტნეს დარბაზსს, მასაჟის კაბინეტს ცეკვების სტუდიას.

გაგრილდით და გაერთეთ ევროპარკში-  ღია აუზი და კომფორტული გარემო ქალაქის  30 ლარიანი აბონემენტი 19.9 ლარად.

EURO PARK-ის ერთჯერადი აბონემენტი 19.9 ლარად 30 ლარის ნაცვლად 3 წლამდე ბავშვი უფასო .

 

აუზი, ფიტნესი, თურქული საუნა, ფინური საუნა ულიმიტო დღეებითა და საათებით – “GS pool`-ისგან.

ადგილზე იხდით 176 ლარს 270 ლარის ნაცვლად 1 აბონემენტში

შეთავაზებაში შედის: ულიმიტო  აბონემენტი – აუზი, ფიტნესი, თურქული საუნა, ფინური საუნა ულიმიტო დღეებითა და საათებით
პერსონალური კარადა
2 ცალი პირსახოცი
ხალათი
30 დღის განმავლობაში შეუზღუდავი ვიზიტები

“ვაკის  საცურაო აუზი”  1 თვიან ცურვის შემსწავლელ ჯგუფის აბონემენტს 8-15 წლამდე ბავშვებისთვის  გთავაზობთ.

შეიძინეთ ფასდაკლების  ვაუჩერი 5  ლარად  და მიიღეთ  47 % –მდე ფასდაკლება „ვაკის საცურაო აუზზე. ცურვის შემსწავლელი ჯგუფის აბონემენტი (8 გაკვეთილიმხოლოდ შაბათკვირა)- ფასდაკლებით 100 ლარი სტანდარტული-150 

    • ცურვის შემსწავლელი ჯგუფის აბონემენტი  (12 გაკვეთილი ) – ფასდაკლებით 150 ლარი სტანდარტული – 220 
    •  ცურვის ინდივიდუალური აბონემენტი (12 გაკვეთილი)- ფასდაკლებით 300 ლარი -სტანდარტული – 400 ლ
    •  ცურვის ინდივიდუალური აბონემენტი “დედმამიშვილი” (12 გაკვეთილი)- ფასდაკლებით 400 ლარი-სტანდარტული – 750 ლ.

 

Gino Paradise კი თქვენთვის და თვენი ოჯახისთვის ზაფხულის დღეებში სასიამივნო დასვენებას გპირდებათ

აკვაპარკი (უფროსი)         30 ლარი           უქმეები – 40 ლარი

აკვაპარკი (მოსწავლე)      30 ლარი

საოჯახო პაკეტი  2 + 1       75 ლარი

საოჯახო პაკეტი 2 + 2        90 ლარი

საოჯახო პაკეტი 2 + 3      105 ლარი

საოჯახო პაკეტი 2 + 4      120 ლარი

იტვირთბა....