aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რა სურს ტრამპს: იერუსალიმის აღიარებამ პალესტინასა და ისრაელს შორის დაპირისპირება გაამწვავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მხარი ჩეხეთმაც დაუჭირა. გაერო საკითხის განსახილველად დღეს საგანგებოდ იკრიბება, პალესტინასა და ისრაელს შორის კი დაძაბულობამ პიკს მიაღწია. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც მკაცრად აკრიტიკებს აშშ-ის ინიციატივას.

რა იყო ტრამპის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მიზეზი? მშვიდობის დამყარება ისრაელსა და პალესტინას შორის, თუ ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლების განმტკიცების სურვილი და ამის დემონსტრირება? რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ, რომელიც, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი, ასევე, თურქეთის ეკონომიკური თანამშრომელი, ხოლო ისრაელის საუკუნოვანი მეგობარია?

პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს პალესტინასა და ისრაელს შორის მშვიდობის დამყარება სურდა, თუმცა, პირიქით კი გამოუვიდა:

“ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებშიც იყო აღნიშნული, რომ ისრაელთან ურთიერთობას განავითარებდა და როგორც ჩანს, გადაწყვიტა ამის შესრულება. ტრამპს ალბათ სურდა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება და მგონი, პირიქით გამოუვიდა. აშშ-ის პრეზიდენტი  ავითარებს ე.წ. ულტრანაციონალურ საგარეო პოლიტიკურ კურსს – არ ითვალისწინებს მეგობრებისა და სტრატეგიული მხარდამჭერების სურვილებს. იქამდე მივიდა საქმე, რომ თურქეთი ძალიან გაღიზიანებულია – დასავლურ მედიაში უკვე ჟღერდება ვერსიები, რომ თურქეთმა შესაძლოა ნატო-ც დატოვოს.

ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო ბრძოლა არაბულ სამყაროში, აშშ კი ახლო აღმოსავლეთში პოზიციების გამყარების დემონსტრირებას ახდენს. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება.

საქართველოსთვის ტრამპის პოზიციის გაზიარება მომგებიანი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სტრატეგული პარტნორები ვართ, რადგან ევროკავშირის ქვეყნები იმავეს არ აპირებენ.

ჩანს, რომ თავად თეთრ სახლში არ არის ამ საკითხზე საერთო აზრი- ტილერსონი ისრაელის პრემიერს მიმართავს, რომ ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ იყოს, ხოლო ტრამპის ინიციატივას სენატში სერიოზული გამოხმაურებები მოჰყვა”. – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ “მეტრონომთან”.

იერუსალიმის ისარელის დედაქალაქად აღიარებას ისლამისტური დაჯგუფება “ჰამასი” უკვე გამოეხმაურა. “ჰამასმა” ტრამპი “ჯოჯოხეთის კარიბჭის” გახსნაში დაადანაშაულა და პალესტინას ისრაელის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა.
გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ს მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე დღეს სხდომას გამართავს.

იტვირთბა....