aviabiletebi
ბანკები

რა სტატუსი ექნება ქართუს მიერ განულებულ სესხებს – კრედიტინფო განმარტებას აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისი (GBC) – კრედიტინფში „ფონდი ქართუს“ მიერ განულებულ სესხებზე სტატუსის ცვლილება ეტაპობრივად ხორციელდება, – საკრედიტო ბიურო განმარტებას აკეთებს.

მათი ცნობით,  პირველ ეტაპზე ყველა ასეთ სესხს მიეთითება, რომ სესხი ნაყიდიაფონდ ქართუს მიერ“. პროცესის დასრულების შემდეგ კი სესხებს მიენიჭება დახურულის სტატუსი.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მას შემდეგ რაც გადმოგვეცემა აღნიშნული სესხების სრული სია, მონაცემები ჩასწორდება ავტომატურად, თქვენი მოთხოვნის დაფიქსირების გარეშე“, – აცხადებენ ბიუროში.

ბოლო მონაცემებით, ფონდი ქართუმ 609 542 მსესხებლის, 1,360, 991 სესხი გამოისყიდა,  ჯამური დავალიანების თანხა (ძირი+ ჯარიმა/საურავი) შეადგენს 4,027,099,783 ლარს.

პროცესში მონაწილეობს 11 ბანკი, ასევე 41 საფინანსო ორგანიზაცია.

წყარო: GBC

იტვირთბა....