aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება სამართალი

რა მოხდება 266 გრამი მარიხუანას კულტივაციისას: “საიას” იურისტი “მეტრონომთან” დეტალებზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია, საზოგადოებაში დიდ გამოხმაურებასთან ერთად, დიდი დაინტერესებაც გამოიწვია. საზოგადოებაში გაჩნდა პასუხგაუცემელი შეკითხვები. სწორედ ამიტომ „მეტრონომი“ „საიას“ იურისტს ეკა მამრიკაშვილს დაუკავშირდა. როგორც იურისტმა განაცხადა, კომიკურისიტუაციაში, აღმოვჩნდით, რადგან ადამიანს შეუძლია მარიხიუანას მოხმარება, მისი მოპოვება კი – არა.

„მეტრონომი“ : ერთი მხრივ დაშვებულია მარიხუანას მოხმარება, მაგრამ მისი მოპოვება არა. იქმნება უცნაური სიტუაცია. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ დარეგულირდეს მდგომარეობა?

იურისტი: საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ლეგალური გახდა მხოლოდ და მხოლოდ მარიხუანას მოხმარება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, როგორ შეიძლება განიმარტოს მოხმარება. ადამიანი როცა მიჰყავთ შემოწმებაზე და მას სხეულში აღმოაჩნდება მარიხუანას კვალი, მას არც დააჯარიმებენ და მითუმეტეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში არ მისცემენ.

მოხმარებად ასევე შეგვიძლია განვიხილოთ, როდესაც ადამიანი ეწევა მარიხუანას ამ დროს კი  გამოჩნდება სამართალდამცავი – ის ვერ დაისჯება. მაგრამ მეორე სიტუაციაა, როდესაც არ ეწევა და მარიხუანა აქვს ჯიბეში, ეს უკვე სამართლებრივი თვალსაზრისით არის ფლობა, ანუ შენახვა. ეს კი ლეგალიზებული არ არის.

გამომშრალი მარიხუანას შეძენა-შენახვა 70 გრამამდე, რაც მცირე ოდენობათ ითვლება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა. ანუ  დაჯარიმდება 500 ლარით. 70 გრამს ზემოთ კი – სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„მეტრონომი“: საინტერესოა რა დონეზე შეეძლება ადამიანს მარიხუანას კულტივაცია და შენახვა?

იურისტი: კულტივირება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით არ ისჯება. თუ ადამიანი მარიხუანას 266 გრამადმე მოიყვანს, ოღონდ მხოლოდ ფოთლებს ამაზე არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

მე თუ ვეწევი მარიხუანას და მასზე არანაირი პასუხისმგებლობა არ მეკისრება, მაშინ როგორ უნდა მოვწიო თუ მანამდე არ მექნება. ეს ყველაფერი პარადოქსულ სიტუაციას ქმნის. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ყველგან მოწევა არ შეიძლება. მოხმარებაზეც გარკვეული რეგულაცია იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეძენა-შენახვა რა ოდენობა განისაზღვრება, რომ მომხმარებელი არ დაჯარიმდეს. ეს უკვე პარლამენტის გადასაწყვეტია და იმედია თავად მიიღებს ამ კანონს. სადაც იქნება გარკვეული ოდენობები მარიხუანას შეძება-შენახვაზე, რადგან იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანს შეუძლია მოიხმაროს მარიხუანა, მაგრამ მისი მოპოვება ისევ იქნება დასჯადი. თუ პარლამენტი არ მიიღებს ამ რეგულაციებს, სასურველი იქნება, რომ ამაზეც მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს.

საჭიროა პარლამენტმა შემოიღოს სპეციალური რეგულაციები შენახვა-შეძენაზე, რომელიც აღმოფხვრის ამ პარადოქსულ სიტუაციას.

„მეტრონომი:“ საზოგადოებაში გაჩნდა ასეთი კითხვა, თუ მომხმარებელს მარიხუანა აქვს ჯიბეში და ამ დროს მასთან მივიდა სამართალდამცავი, რა უნდა ქნას მან? სასწრაფოდ უნდა მოუკიდოს და მოწიოს  რომ  შენახვისთვის არ დაჯარიმდეს?

იურისტი: ამ სიტუაციიდან გამომდინარე მასე გამოდის, როცა მარიხუანა გაქვს ჯიბეში და ამ დროს სამართალდამცავები მოდიან, უნდა მოუკიდო და მოწიო.

ითვლება თუ არა მოხმარება როდესაც მე მოწევის პროცესში ვარ? მე თუ ჯიბეში მაქვს მარიხუანა შენახვა გამოდის და დასჯადია, მაგრამ არ მგონია, რომ მასზე მკაცრი სანქციები იყოს. აქედან გამომდინარე, ამ რეგულაციაზე არა მხოლოდ პარლამენტმა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამაც უნდა იმუშაონ. საჭიროა არსებობდეს კონკრეტული დოზა, რომელიც შენახვას გახდის არადასჯადს. სავსებით ლოგიკურია ასეთი ქაოსი, რადგან სულ რამდენიმე დღეა რაც მოხმარება ლეგალური გახდა.

„მეტრონომი“: საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებითაც,  თუ რამდენად ექნებათ უფლება კონკრეტული სპეციალობის ადამიანებს, მოხმარების ლეგალიზაციის პირობებში, აეკრაძალოთ მარიხუანას მოწევა?

იურისტი: ძალიან მარტივად რომ ვიმსჯელოთ, სამართლებრივად, როდესაც რაიმე ლეგალიზებულია, მაგალითისთვის ავიღოთ ალკოჰოლი – არ შეგვიძლია ვინმეს რამე ავუკრძალოთ – ვინმეს მანამდე წარმოეგინა მასწავლებელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ატარებდეს გაკვეთილს? ან ექიმი აკეთებდეს ოპერაციას? ამ შემთხვევაში იდენტური პროდუქტებია ალკოჰოლი და მარიხუანა. ორივე ცუდია და ორივე შესაძლებელია გახდეს ზიანის მომტანი. სამართლებრივად მართებულად არ მივიჩნევ კონკრეტული რეგულაციების გავრცელებას კონკრეტულ პროფესიებზე. გუშინ, ისმოდა ასეთი პათოსიც, რომ საჯარო სამსახურებში ვერ დაიწყებს მუშაობას ისეთი ადამიანი, რომელიც მარიხუანას მომხმარებელია, რომ კონკრეტული სიები უნდა გაიწეროს მარიხუანას მომხმარებლებზე, რაც ვფიქრობ, უტოპიური და შეუძლებელია. შესაძლოა, ადამიანი სამუშაო საათებში საერთოდ არ ეწეოდეს მარიხუანას. მაგალითად, პარასკევს წავიდა, გაერთო დალია და ორშაბათს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა. როგორც ალკოჰოლი არ ახდენდა ზემოქმედებას ამ შემთხვევაში, ისე არ მოხდენს მარიხუანაც. ამიტომ კონკრეტული რეგულაციების შემოღება ამ კონკრეტული შემთხვევისთვის იქნება არასწორი და ის პირიქით შეეწინააღმდეგება საკონსტუტიციო გადაწყვეტილების მოთხოვნას და კონსტიუციურ სტანდარტს.

ანინა ზაბახიძე

 

იტვირთბა....