aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

რა ვითარებაში დაჭრეს პრეზიდენტის სიძე: თვითმხილველები მომხდარს იხსენებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის სიძის დაჭრის ფაქს ერთ-ერთი ვერსიით წინ უძღვოდა დაპირისპირება გოგოჭურს, მის მეგობარ თათრიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის, რის შემდეგაც გოგოჭური მიხეილ თათრიშვილთან ერთად ბალანჩივაძის ქუჩაზე წავიდა, სადაც მათ ესროლეს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ ამ მისამართზე ცხოვრობს მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათრიშვილი. მანქანას, რომელშიც ისინი ისხდნენ ტყვიების კვალი ეტყობა. საგამოძიებო მოქმედებები მთელი რამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ ეტაპზე სამართალდამცველებმა ბალანჩივაძის ქუჩა დატოვეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ზედიზედ რამდენიმე გასროლა დაახლოებით 9 საათზე მოესმათ.

„სროლა გავიგე დაახლოებით 9 საათზე, ზედიზედ იყო რამოდენიმე გასროლის დმა, სადღესასწაულო ფეიერვერკებს მივამსგავსე და აღმოჩნდა რომ აქ მომხდარა,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

გოგოჭურზე მომხდარი თავდასხმის დროს კიდევ რამდენიმე მანქანა დაზიანდა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იდგნენ.

„ანაზღაურების თემაზე ვაპირებ საუბარს და იმედია რომ კომპენსაცია იქნება. მე როგორც ვიცი პრეზიდენტის სიძე თავად არის დაზარალებული და შესაბამისად ვინც ესროლა პრეტენზია იმასთან იქნება, ვინც ტყვია მოახვედრა მანქანას“- აცხადებს დაზიანებული მანქანის პატრონი.

ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე გუშინ ღამით დაჭრეს. შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა. ის პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

გოგოჭურთან ერთად დაჭრილია მისი მეგობარიც, რომელიც ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „მეტრონომს“  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ექიმის განცხადებით, პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

იტვირთბა....