aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ეღირება ავტომანქანის ტექდათვალიერება და როგორი იქნება ჯარიმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება. რაც შეეხება ტექდათვალიერების ფასს ის, დაახლოებით, 60 ლარის ფარგლებში ეღირება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განაცხადა.

ხმალაძის თქმით, აუცილებლად დაწესდება მომსახურების ფასის ზედა ზღვარი – ფასი იქნება რეგულირებული, რათა შემდეგ ბაზარზე ხელოვნურად არ გაიზარდოს ფასი და მოსახლეობას ეს სერვისი ტვირთად არ დააწვეს.

ხმალაძე დასძენს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექდათვალიერების არგავლის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა ხმალაძემ კონკრეტული ციფრი ამ ეტაპზე ვერ დაასახელა, რადგან, მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს.

საქართველოში მილიონ 200 ათასი რეგისტრირებული ავტომობილია.

imedinews

იტვირთბა....