aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა ახალი მტკიცებულებები გადასცა აფგან მუხთარლის მეუღლემ პოლიციას

aviabiletebi
ავიაბილეთები

აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც მან განაცხადა, საუბარი მათ მიერ მოპოვებულ ახალ მტკიცებულებებს ეხებოდა.

საქმე ეხება აფგან მუხთარლის პირად ალბომში აღმოჩენილ ფოტოებს, სადაც, მუსტაფაევას ინფორმაციით, ის ადამიანები არიან აღბეჭდილნი, რომლებიც მის მეუღლეს გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე უთვალთვალებდნენ. მუსტაფაევას თქმით, ფოტოზე აღბეჭდილი პირები აზერბაიჯანელები არიან.

“მე მივეცი პოლიციას სამი ფოტო იმ პირების, რომლებიც აფგანს უთვალთვალებდნენ მის გადაყვანამდე რამდენიმე დღით ადრე. დამატებით ერთი ადამიანი იკვეთება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გაშვებულ სიუჟეტში, რომელიც ჯერ დაშგენს, შემდეგ კი აფგანს უთვალთვალებდა. პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეძიებინა ამ პირების ვინაობა, თუმცა ეს არ გააკეთა. ფოტოზე აზერბაიჯანელი მოქალაქეები ჩანან”, – აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.

მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი პარლამენტს მოუწოდებენ შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია და ეს საქმე შეისწავლოს.

შეგახსენებთ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან რამდენიმე თვის წინ გაიტაცეს. ის ახლა აზერბაიჯანის ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

იტვირთბა....