aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მოსახლეობა ჰესების მშენებელობას აპროტესტებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავრობის არასწორი ენერგოპოლიტიკისა და ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მოსახლეობამ თბილისში საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, ჰესების მშენებლობა საფრთხის შემცველია.

აქცია ამ დროისთვის აზიის განვითარებისა და ევროპის საინვესტიციო ბანკების ოფისთან მიმდინარეობს. აქციის წევრები მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

ერთ-ერთი ორგანიზატორის, „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ წევრის, დავით გულბანის განცხადებით, მოსახლეობა იზიარებს აზრს, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება მათი უფლებაა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მიმართავენ დამფინანსებელ ინსტიტუტებს, არ დააფინანსონ დიდი კაშხლები და ის პროექტები, რომლებსაც შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს.

„დღეს არის მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღე, რასაც ჩვენც ვუერთდებით. აქციაზე შეკრებილია ზემო და ქვემო სვანეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა. ჩვენი მთავარი მიმართვაა ფინანსური ინსტიტუციებისადმი, რომ დიდი კაშხალების და ზოგადად, დამანგრეველი პროექტების დაფინანსება არ მოხდეს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც აქ არის შეკრებილი, საკუთარი დამოკიდებულება აქვს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, ეს არის მათი უფლება. ვთხოვთ სახელმწიფოს და დამფინანსებელ ინსტიტუტუციებს, არ დაუჭირონ მხარი იმ პროექტებს, რომელიც გამოიწვევს სავალალო შედეგებს“, – ამბობს დავით გულბანი.

იტვირთბა....