aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც ნაკლები ბიზნესმენები იქნებიან პარლამენტში, მით უფრო ჯანსაღი იქნება პოლიტიკური სპექტრი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, სოციალურ ქსელში იმ სკანდალური ჩანაწერის შესახებ ისაუბრა, სადაც ჩანს  რომ „ომეგა ჯგუფს“ გაყიდული სიგარეტის თითოეული კოლოფიდან „ქართული ოცნების“ ფონდში 2.5 თეთრის ჩარიცხვას სთხოვდნენ.

“არაერთხელ დაგვიცავს სიგარეტის საერთაშორისო კომპანიები მთავრობის ზეწოლისაგან, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებების გამო. არ არიან ღირსნი. თურმე ყოველი გაყიდული ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრს იხდიან შავი ფულის სახით ქართული ოცნების პარტიულ ყულაბაში. უნდა ეცნობოს ეს ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის იმ წევრებს, რომლებმაც ასევე გამოხატეს მათ მიმართ მხარდაჭერა საქართველოში მათი შევიწროების გამო.

დადის ხმები, რომ ასევე ფარულად აფინანსებენ სახელისუფლებო პარტიას ნავთობპროდუქტების იმპორტიერები. სანაცვლოდ მთავრობა ხმას არ იღებს მათ კარტელურ გარიგებაზე ფასებთან დაკავშირებით. ანტიმონოპოლიური სამსახური( კონკურენციის სააგენტო) ფაქტობრივად მკვდარია.

”ოცნებას” ბიზნესი მოსახლეობიდან ამოღებული ფულით აფინანსებს, რადგან ეს ხარჯები შემდეგ ფასებში აისახება.

დიდძალი ფული მიედინება ქართული ოცნების პარტიულ ყულაბაში გაზის სექტორიდანააც.
ფაქტობრივად ყველა კომპანია, რომელიც მსხვილ სახელმწიფო (პირველ რიგში ინფრასტრუქტურულ) ტენდერებს იგებს, ასევე დონორია მმართველი პარტიის.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ბიზნესი დარეკეტებულია და დაშინებული.

ბიზნესი ვერ ბედავს ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას.

თუნდაც ამის გამო არ არის საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამართლიანი.
არაა ეს პრობლემა მხოლოდ პარტიების მოსაგვარებელი. სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბიზნესმაც უნდა გაინაწილოს. რთულია, სარისკო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

და კიდევ ერთი: ბიზნესმენები პარლამენტში არის პოლიტიკური კორუფციის ნაირსახეობა. რაც ნაკლები იქნებიან, მით უფრო ჯანსაღი იქნება პოლიტიკური სპექტრი” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....