საქართველოს მასშტაბით 42 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამის მიზეზი მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდების გართულებაა.
”მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო გართულდა იმ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება, რაზეც დამოკიდებულია სკოლის გათბობის სისტემა, შესაბამისად, სკოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენამდე, სასწავლო პროცესი დროებით შეეწყვიტათ”, – განაცხადა ლია გიგაურმა.