aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

რატომ და როგორ აყალიბებს კრივი ქალებში სხეულის ყველაზე ლამაზ ფორმებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღესდღეობით მსოფლიოსა და საქართველოშიც, კრივი ძალიან პოპულარულია სუსტი სქესის წარმომადგენლებში. სწორედ ამის ნათელი მაგალითია კლუბ „ნოკაუტში“ გოგონების ჯგუფი, სადაც ცნობილ სახეებსაც საკმაოდ ბევრს იხილავთ. რატომ დაინტერესდნენ გოგონები ამ სპორტით და რა არის ის მთავარი პრიორიტეტები, რის გამოც ქალბატონებს კრივი იზიდავს-ამის შესახებ „მეტრონომი“ კლუბ „ნოკაუტში“ მოვარჯიშე გოგონებს ესაუბრა.

მათი თქმით, ამ სპორტით დაინტერესების ძირითადი მიზეზი კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნაა, მაგრამ ბევრი გოგონა, ვისაც მშვენიერი სხეული აქვს, სხვა მიზნისთვის ვარჯიშობს – ზოგი თავდაცვისთვის, ზოგი – ექსტრემისთვის, ზოგისთვის კი ეს მრისხანებისა და უარყოფითი ემოციების გადმონთხევის საშუალებაა.
ანა მათეშვილი გვიყვება, რომ კრივით 5 წლის წინ დაინტერესდა და მისი დაინტერესების მთავარი მიზეზი სიახლის ძიება იყო.

ის დარბაზ „ნოკაუტში“ სავარჯიშოდ 15 წლის ასაკში მივიდა და ვარჯიშის შედეგით სრულიად გაოცებული დარჩა. მათეშვილი ამბობს, რომ კრივი წონის კლებისთვი საუკეთესო საშუალებაა. ამ სპორტის მეშვეობით, გოგონებს ფიტნეს ვარჯიშებისგან განსხვავებით, სხეულის კორექციის მიღება საკმაოდ მოკლე დროში შეუძლია.

„კრივი გახდომისთვის და სხეულის კორექციის მიღებისთვის საკმაოდ კარგი საშუალებაა. ეს სპორტი აერობული (კარდიო) ტიპის დატვირთვისთვისაც იდეალური საშუალებაა. საშუალო და მაღალი ინტენსივობის მეშვეობით, მოვარჯიშე ხარჯავს კალორიების მაქსიმალურ რაოდენობას. როგორც ყველა სპორტის სახეობა, კრივიც ძალიან დამღლელია. ნებისმიერი სპორტული თუ გამაჯანსაღებელი დისციპლინა განსხვავდება თავისი სპეციფიკით, კრივი კი ყველა ფიზიკურ მაჩვენებელთან ერთად (ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, მოქნილობა), მოიცავს სხვა მრავალ ფაქტორსაც.

კრივზე ვარჯიშის დროს, ორმაგად ბევრ ენერგიას ხარჯავ, ვიდრე ეს შეიძლება სპორტულ დარბაზში დაგჭირდეს. 5 წელია ამ სპორტით ვარ დაკავებული და ვარჯიშს მომავალშიც ვაპირებ. მართალია თავდაცვისთვის ჯერჯერობით არ გამომიყენებია, თუმცა იმდენად კარგად ვფლობ უკვე ილეთებს, რომ თუ საჭირო გახდა თავის დაცვა არ გამიჭირდება“,-განაცხადა მათეშვილმა.

ნინი მარგალიტაძე გვიყვება, რომ კლუბ „ნოკაუტში“ მისი სიარულის მთავარი მიზეზი წონის კლება იყო. მისი თქმით, ვარჯიშის შედეგად 4 თვეში 10 კილო დაიკლო. მარგალიტაძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა დარბაზში ვარჯიშობდა, თუმცა კრივზე სიარულის შემდეგ შედეგს ყველაზე მალე მიაღწია.

„მთავარი მიზანი ყველასთვის ლამაზი სხეულის მიღებაა, მაგრამ ამისთვის, თავდაპირველად, საჭიროა ჭარბი წონის მოშორება, რაც ძალზე რთული ამოცანაა. ეს უნდა ხდებოდეს ეტაპობრივად და არა საზიანოდ ორგანიზმისთვის, ასაკის, კომპლექციის, ნივთიერებათა ცვლისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. მე პირადად წონისკლებას ვარჯიშთან ერთად დაბალანსებული კვების შედეგად მივაღწიე.

სწორი, დაბალანსებული კვება წონის დაკლებისა და სხეულის კორექციის საწინდარია. ამ პუნქტის სწორად, შეიძლება ითქვას, ფარმაცევტული სიზუსტით გათვლის გარეშე, შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. ამგვარი მსხვერპლის გარეშე, გოგონებო, შედეგის მიღწევა, მე მგონი, შეუძლებელია. ორი წლის განმავლობაში კრივზე აქტიურად ვარჯიშობ და დამერწმუნეთ, რომ შედეგი საკმაოდ ეფექტურია. ყველა გოოგნას ვურჩევ მოვიდნენ ჩვენთან დარბაზში და პირობას ვაძლევთ, როგორც წონაში კლება, ასევე იდიალური სხეულის ფორმების კორექცია გარანტირებული ექნება“,-განაცხადა მარგალიტაძემ.

იტვირთბა....