aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

რატომ დაეცა ბიტკოინი: სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრის ხმაურიანი განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიტკოინის ფასი ბოლო საათების განმავლობაში 13, 4 პროცენტით დაეცა, რაც სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის აკრძალვას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ პოპულარული გამოცემა “გარდიანი” აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის აკრძალვა უკავშირდება გადასახადების გადახდას, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება კრიპტოვალუტასთან მიმართებაში ვერ აკონტროლებს.

“სერიოზული პრობლემები შეიქმნა კრიპტოვალუტასთან მიმართებაში. იუსტიციის სამინისტრო ამზადებს სპეციალურ კანონს, რომელიც აკრძალავს ბირჟის მეშვეობით კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვას” – ასეთი განცხადება გააკეთა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა სანგ კიმ, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქვეყანაში.

სპეციალისტების აზრით, მინისტრის ამ განცხადებამ სერიოზული გავლენა იქონია ბიტკოინის დაცემაზე.

 

იტვირთბა....