aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რასაც “ნაციონალები” ზურაბიშვილის მიმართ აკეთებენ აბსოლუტურად  ამორალურია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზურაბიშვილის მიმართ ამორალური განცხადებების გაკეთებაში პოლიტოლოგი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.

მისი თქმით, ზურაბიშვილი რუსეთის მიმართ ყოველთვის ანტაგონისტურად იყო განწყობილი, ამიტომ ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მათ შორის, აგვისტოს ომთან  დაკავშირებით არალოგიკურია. ამის შესახებ ინფორმაციას  ,,გურია ნიუსი“ ავრცელებს.

,,რასაც აკეთებს ,,ნაციონალური მოძრაობა“ სალომეს მიმართ, ეს არის აბსოლუტურად  ამორალური. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოდან გაძევებული ემიგრანტთა ოჯახიდან, რომლებმაც უამრავი უბედურება გადაიტანეს სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო. ზურაბიშვილი თავისი მოქმედების დროს ყოველთვის ანტაგონისტურად იყო განწყობილი რუსული პოლიტიკის მიმართ.

ვაშაძე წლების განმავლობაში  შეზრდილი იყო რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან და ალბათ, რომ არა ანანიაშვილზე ქორწინება და  თბილისში ჩამოსვლა, არ გამოვრიცხავ, რომ დღეს რუსეთის წარმომადგენელი ყოფილიყო მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში“- განაცხადა არეშიძემ.

იტვირთბა....