aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რასაც დასთეს იმას მოიმკი” – კალაძე თაკო ჩარკვიანის ოჯახის თავდასხმაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. მან ისაუბრა დავით მაჭავარიანის შესახებაც რომელიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელია და რომელიც ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებში ფიგურიებს

დათო უპატიოსნესი ადამიანია მართლა. მაგ ადამიანზე კარგის მეტი არაფერი შემიძლია. ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა და მე ამაზე ყველა გამოსვლაში მივუთითებდი, რომ კატეგორიულად მიუღებელია რაც ხდებოდა . პირდაპირ ეთერიდან დედის გინებაზე იყვენენ გადასული და არავის უნდა გაუკვირდეს,რომ ვიღაცა შეურაცხყოფას მიაყენებს. რასაც დასთეს იმას მოიმკი-ხომ იცით ეს გამონათქვამი.

კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია ბულინგი, რასაც თქვენი გენერალური დირექტორი, მხედველობაში მაქვს გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, რასაც ის აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ემუქრებოდა ჩარეცხვით, იმუქრებოდა ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს გვარამიამ,“ – ამბობს კალაძე.

კალოაძის კომენატრს, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი თაკო ჩარკვიანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კალაძე მისი ოჯახის ძალადობას “აპრავებს”.

იტვირთბა....