aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპმა გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. საშენსის მოვალეობას დროებით, იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, მეთიუ უითეკერი შეასრულებს, მისი მუდმივი შემცვლელი კი მოგვიანებით დასახელდება.

ტრამპმა სოციალური ქსელ Twitter-ის საშუალებით, ყოფილ პროკურორს მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ გადადგომამდე აშშ-ის პრეზიდენტი სეშენსს ხშირად აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ მისი საქმიანობით უკმაყოფილო იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებაზე უარი განაცხადა.​

იტვირთბა....