aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამიშვილი: “პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნა არ ნიშნავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს აღიარებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადების შეტანის შემდეგ განუცხადა, რომ პრეზიდენტი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, არგუმენტი, თუ რატომ მიმართა დეკანოზმა პრეზიდენტის ინსტიტუტს შეწყალების თხოვნით, არის ის უკანონობა, რაც მართლმსაჯულებაში არსებობს.

“ასევე არგუმენტია ის, რომ არ შეიძლება ადამიანი ასე უკანონო პატიმრობაში იყოს, რადგანაც, როგორც საპატრიარქოში, ისე საერო ცხოვრებაში ის გარკვეული ჯგუფის პირადი პატიმარია და შესაბამისად, ძალიან ბევრი არგუმენტაციაა სამართლებრივად, მორალურად, ადამიანურად, რაც პრეზიდენტს წარედგინა ჩვენი განცხადებით და თან დართული მტკიცებულებებით და შესაბამისად, უკვე ერთადერთი ნათელი წერტილი დღეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი იმიტომ, რომ მართლმასჯულება საქართველოში არ არის, ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც და მიმაჩნია, რომ თავისი შინაგანი რწმენით, ღირსებით, თავისი წესიერებით, პრეზიდენტი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნა იმას არ ნიშნავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს აღიარებს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დღეს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს.

იტვირთბა....