aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი პრემიერს “ლაღიძის წყლების” დაბრუნების ნაცვლად სხვა იდეას სთავაზობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პრემიერის ინიციატივას ეხმაურება, სადაც კვირიკაშვილი, რუსთაველის გამზირზე “ლაღიძის წყლების” დაბრუნების ინიციატივით გამოდის და თბილისის ახალ მერს ბიზნესმენებთან მოლაპარაკებების დაწყებას ავალებს.

“მე მირჩევნია ჩემი გადახდილი ფულით, ლაღიძის გამოსყიდვის ნაცვლად, სტატუს შეჩერებული სტუდენტები დააფინანსოთ. ლაღიძე დარჩეს ოჯახის ბიზნესად. მიეცით იაფი კრედიტი, რაც ისედაც იყო საარჩევნო დაპირება. (თუ მათ ფული სჭირდებათ).

მთავრობას, მოსახლეობის უმრავლესობა ნდობას სწორედ პრიორიტეტების განსაზღვრისთვის უცხადებს. რაც შეეხება პრიორიტეტს, იმედია როდესმე იქნება სტუდენტი, რომელიც ვერ სწავლობს, მხოლოდ უფულობის გამო. ასეთი ბევრია მენდეთ…” – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლების“ ყოფილი შენობის გამოსყიდვა მოხდეს. ეს ინფორმაცია პრემიერმა „გალერეა თბილისის“ გახსნის ცერემონიაზე გააჟღერა.

იტვირთბა....