aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

CIA-ს და FBI-ის ანგარიში: როგორი ბრძანება გასცა პუტინმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პუტინი, კიბერ სფეროთი ცდილობდა ტრამპის დახმარებას გაემარჯვა მას საპრეზიდენტო არჩევნებში, – ნათქვამია შეერთებული შტატების სადაზვერვო ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ლიდერმა კამპანიის „ბრძანება გასცა“, რისი მიზანიც არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო. ანგარიში მალევე გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებმა გამოძიების შედეგები ტრამპს მოახსენეს.

„ტრამპ თაუერში“ არჩეულ პრეზიდენტთან ანგარიშის მოსახსენებლად მისულები იყვნენ ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლაპერი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ ბრენანი და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორი ჯეიმს კომი.

მაშინ როცა რუსეთი, ჩინეთი, სხვა ქვეყნები, გარე დაჯგუფებები და ადამიანები მუდმივად ცდილობენ შემოიჭრნენ ჩვენი სამთავრობო ინსტიტუტების, ბიზნესების და ორგანიზაციების, მათ შორის დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის კიბერ ინფრასტრუქტურაში, აბსოლუტურად არ არსებობს გავლენა არჩევნების შედეგზე“. – ნათქვამია ანგარიშში.

 

იტვირთბა....