aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პუტინი: “უკრაინას, მსოფლიო ჩემპიონატის დროს პროვოკაციის შემთხვევაში მძიმე შედეგები ექნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვება რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას შესაძლო პროვოკაციებს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

„პირდაპირი ხაზის“ დროს პუტინს რუსმა მწერალმა, დონბასელი სეპარატისტების მხარეს მებრძოლმა ზახარ პრილეპინმა ჰკითხა, რა კომენტარს გაუკეთებს იმას, რომ უკრაინამ შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატით ისარგებლოს და აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს.

„იმედია, ასეთ პროვოკაციამდე საქმე არ მივა, მაგრამ თუ მაინც მოხდა, ძალიან მძიმე შედეგები ექნება მთლიანად უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის“ – განაცხადა პუტინმა.

მან უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა უუნარობაში, მოაგვაროს დონბასის პრობლემა. პუტინის განცხადებითვე „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ მცხოვრები ხალხის დაშინება შეუძლებელია და რუსეთი ორივე რესპუბლიკას ეხმარება.

ეს პოზიცია პუტინმა იმ კონტექსტში დააფიქსირა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში წელს 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.

იტვირთბა....