aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

პუტინი: “სერგეი სკრიპალი სამშობლოს მოღალატე და ნაძირალაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ  სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი მოღალატე და ნაძირალაა.

„რაც შეეხება სკრიპალებს, ხდება ამ მორიგი ჯაშუშური სკანდალის ხელოვნურად გაზვიადება. ვათვალიერებ ზოგიერთ საინფორმაციო წყაროს, თქვენი კოლეგები ავრცელებენ მოსაზრებას, რომ ბატონი სკრიპალი თითქმის უფლებადამცველია. ის უბრალოდ ჯაშუშია, სამშობლოს მოღალატე. გესმით, არსებობს ასეთი ცნება -სამშობლოს მოღალატე.

წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე და მოულოდნელად ჩნდება ადამიანი, რომელიც ღალატობს თავის ქვეყანას. როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ მისდამი? ის უბრალოდ ნაძირალაა, სულ ესაა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე დასრულდება სკრიპალთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია, მით უკეთესია. მისი თქმით, სპეცსამსახურებს შორის დაპირისპირება ახალი ამბავი არ არის.
„როგორც იცით, ჯაშუშობა და პროსტიტუცია – მსოფლიოში უძველესი პროფესიებია“, -აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მარტში მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.

იტვირთბა....