aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტი პუტინს გამარჯვებას არ მიულოცავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების გამო მისალოცს არ გაუგზავნის, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამის მიზეზად კი მან ორ ქვეყანას შორის არსებული სიტუაცია და არახელსაყრელი მდგომარეობა დაასახელა.

“ახლა მილოცვისათვის ხელსაყრელი დრო არ არის.”-აცხადებს კშიშტოფ სჩერსკი. კანცელარიის უფროსმა არ გამორიცხა, რომ ფორმალური დიპლომატიური მილოცვა შესაძლებელია პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გაიგზავნოს.

ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მომდევნო 6 წლის განმავლობაშიც იქნება. ბოლო მონაცემებით, მან ხმების 76%-ზე მეტი მიიღო.

არჩევნებში მეორე ადგილზე პაველ გუდინინი გავიდა, კომუნისტების ლიდერმა ხმების 12% მიიღო. მესამე ადგილზეა ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომელსაც ამომრჩეველთა 6%-ზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი. ტელევიზიის ყოფილმა წამყვანმა, ქსენია სობჩაკმა, ხმების მხოლოდ 2%-მდე მიიღო. პრეზიდენტობის დანარჩენმა კანდიდატებმა გრიგორი იავლინსკიმ, სერგეი ბაბურინმა, მაქსიმ სურაიკინმა და ბორის ტიტოვმა ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტიც ვერ მიიღეს.

პუტინი ქვეყანას პრემიერ-მინისტრისა თუ პრეზიდენტის რანგში 1999 წლიდან მართავს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მან მხარდამჭრებს მიმართა და განაცხადა, რომ მოსახლეობამ გასული წლების მიღწევებს დაუჭირა მხარი. „ყველამ, ვინც დღეს არჩევნებში მხარი დამიჭირა, არის ჩვენი დიდი, ნაციონალისტური გუნდის წევრი“, – თქვა პუტინმა.

 

იტვირთბა....