aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პუტინის “შტაზის” მოწმობა გერმანიის უშიშროების არქივში აღმოაჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პუტინის “შტაზის” მოწმობის ფოტო გერმანულმა გამოცემა Bild-მა გამოაქვეყნა. ფოტო ამტკიცებს, რომ რუსეთის ლიდერი ბერლინის კედლის დანგრევამდე, აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მუშაობდა.

პუტინის “შტაზის” მოწმობა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დრეზდენის სამმართველოს არქივში იპოვეს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებს ურჩია, რუსეთის საგარეო დაზვერვას მიმართონ.

„შემიძლია ვივარაუდო, რომ იმ დროს საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის კომიტეტი (კაგებე) და „შტაზი” თანამშრომლობდნენ და არ გამოვრიცხავ, რომ მოწმობების გაცვლა მოხდა”, – განცხადა პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ პუტინის აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან კავშირის შესახებ გერმანიაში არაფერი იცოდნენ და ამ კავშირის დამამტკიცებელი საბუთები ამ დრომდე ნაპოვნი არ ყოფილა.

იტვირთბა....