aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინის რეპლიკამ ქუჩაში “მორბენალი სააკაშვილები” გამოიყვანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტომსკის ცენტრში ადამიანთა ჯგუფმა, რომლებსაც სახეზე მიხეილ სააკაშვილის ნიღბები ჰქონდათ აფარებული, პუტინის განცხადების გამო, აქცია მოაწყვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

პრესკონფერენციაზე პუტინმა უკრაინა და მიხეილ სააკაშვილი მაშინ ახსენა, როცა ქსენია სობჩაკის კითხვას უპასუხა. როგორც სობჩაკმა მას უთხრა, ოპოზიციას არ ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. პასუხად კი პუტინმა სააკაშვილი ახსენა:

“აქ დაისვა უკრაინის საკითხი. თქვენ გინდათ, რომ ჩვენთან მოსკოვში მოედანზე ათობით სააკაშვილი დარბოდეს? აი, ისინი, ვინც თქვენ დაასახელეთ, რუსი სააკაშვილები არიან. თქვენ გინდათ რომ ასეთმა სააკაშვილებმა დესტაბილიზაცია შექმნან ქვეყანაში?”-უპასუხა პუტინმა სობჩაკს.

პუტინის საპასუხოდ, ტომსკში, არტჯგუფ “სნუ-სნუ”-ს წევრმა, ალექსანდრ კოლპაკოვმა, ქუჩაში აქცია მოაწყო:

“ამ აქციით ჩვენ გვინდა იმ აბსურდული აზროვნების დემონსტრირება მოვახდინოთ, რომელიც ჩნდება ჩვენი ნაციონალური ლიდერის თავში”-ამის შესახებ ალექსანდრე კოლპაკოვმა “სიბირ რეალიის” კორესპონდენტს განუცხადა.

მისი თქმით, ეს კარგი მაგალითია, ადამიანმა გამოამჟღავნოს საკუთარი შიში საზოგადოებრივ სიბრტყეში:

“სხვა რა გზა არ გვაქვს, ჩვენ ამით უნდა ვიცხოვროთ”-ამბობს კოლპაკოვი.

პერფორმანსის შინაარსით, 6 ადამიანმა, სააკაშვილის ნიღბით, რამდენჯერმე გადაკვეთა ტომსკში, პლეხანოვის სკვერი და დაიშალა.

იტვირთბა....