aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პუტინთან შეხვედრისას სანქციების მოხსნის საკითხი არ განხილულა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იმ შემთხვევაში განიხილავს თუ ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონთან ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამს სირიისა და უკრაინის მიმართულებით.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სანქციების მოხსნის საკითხი არ განხილულა.

„რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იმ შემთხვევაში განვიხილავ თუ ისინი ისეთ რამეს გააკეთებენ, რაც ჩვენს სასარგებლოდ იქნება. ამის გარეშე ამ საკითხის განხილვას არ ვაპირებ. უამრავი სფეროა, სადაც სასარგებლოს გაკეთება შეიძლება. ეს არის, სირია, უკრაინა და ბევრი სხვა საკითხი“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ რუსეთისთვის სანქციების დაწესება 2014 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. სანქციები როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს შეეხება.

იტვირთბა....