aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროფკავშირები: “სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 21 წლის შოთა ბერიაშვილი დაიღუპა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,”ენერგო პრო -ჯორჯიაში” 18 ივნისს 21 წლის შოთა ბერიაშვილი გარდაიცვალა.

“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, მხოლოდ წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილზე 22 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. პროფკავშირების გაერთიანება ქმედით შრომის ინსპექციას უკვე წლებია მოითხოვს”, – წერია პროფკავშირების განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებს „ენერგო პრო-ჯორჯია“:

„მოკვლევის მონაცემებით, ყოველ აღნიშნულ შემთხვევაში, სამუშაოთა მწარმოებლებს გავლილი ჰქონდათ შესაბამისი მომზადება და ფლობდნენ მაღალი კვალიფიკაციის ჯგუფებს. რაც შეეხება პროფკავშირების განცხადებას – ხელფასების სიმცირესა და კადრების გადინებასთან დაკავშირებით, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს“, – აცხადებს კომპანია.

იტვირთბა....