aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურორი: “სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით 4 პირი ფიგურირებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ღამის კლუბებში სპეცოპერაციის საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით 4 პირი ფიგურირებს. მისივე ინფორმაციით, ეს მოწმეები არიან პირები, რომელთაც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს ბრალდებულებისგან.

“ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული არის 8 პირი. აღნიშნული პირები ღამის კლუბებში ახდენდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზებას. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, ყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი, ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია ღამის კლუბთან. რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დაკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, ვინც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს”, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, პროკურორის ინფორმაციით, დაცვის მხარე ყველა ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. “პროცესის დახურვას არ ვაპირებთ. ჩვენ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ვითხოვთ”, – აღნიშნა პროკურორმა

იტვირთბა....