aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი მზად არის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და პარტია ,,ახალი ძალების” ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის გენერალურ პროკურატურაში  დაკითხვაზე მივიდეს – მან ეს განცხადება ტელეკომპანია ,,ზიკის” ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ის დაიცავს კანონს, თუმცა პროკურატურას პატივს არ სცემს. საააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფრის ფასად ცდილობს, რომ მას ხელი შეუშალოს და ხალხს არ ესაუბროს.

,,კანონს ყველაფრის ფასად დავიცავ. მივალ დაკითხვაზე, მაგრამ პროკურატურას პატივს არ ვცემ. მათთვის მთავარია რომ მე ქუჩაში ხალხს არ ვესაუბრო, ამისთვის ყველაფერს იკადრებენ”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მისი დაკავების მთავარი მიზეზი ის არის რომ ის ქუჩას მოაშორონ. სააკაშვილი პროკურატურაში 18 დეკემბერს არის დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარა:

„2017 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეთ 04.12.2017 წლის სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრიანის გენერალურ პროკურატურას სამი მუხლის საფუძველზე აქვს საქმე აღძრული – კერძოდ, მე-15 მუხლი(დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლი (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლი (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).

კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გუშინწინ დეპუტატების თავდებობით გაათავისუფლა.

 

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა

იტვირთბა....