aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

“რა გაგიკეთებიათ, ქალბატონო მარინა”? – დაპირისპირება პროექტ “მხოლოდ ქართულის” გამო

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2”-ის ახალ პროექტთან დაკავშირებით “მხოლოდ ქართული”, რომლის კასტინგები უკვე დაწყებულია, დაპირისპირება მოხდა მომღერალ ნინო ჩხეიძესა და მარინა ბერიძეს შორის. ჩხეიძემ სოციალურ ქსელში უკმაყოფილება გამოთქვა აღნიშნული პროექტის გამო. ის თვლის, რომ “რუსთავი 2″-მა იდეა მას მოჰპარა. როგორც მომღერალი ამბობს, „მხოლოდ ქართული” „საქართველოს ფანოღის” გაგრძელებაა და ამ პროექტზე თავის დროზე ნიკა გვარამიამ მას უარი უთხრა. თავის მხრივ “პრაიმთაიმთან” ინტერვიუში მარინა ბერიძემ განაცხადა, რომ ნინო ჩხეიძის ჟანრი არ არის დიდ სცენაზე გამოსატანი, რადგან ეს არის რესტორნის, სამარშრუტო ტაქსის მუსიკა. მისი თქმით, იქ სადაც ნანი ბრეგვაძე განიხილება, არ შეიძლება, ნინო ჩხეიძე განიხილებოდეს. ამ უკანასკნელ განცხადებას მომღერალ ნინო ჩხეიძის პასუხი მოჰყვა.

“პრაიმთაიმში” ჩხეიძეს გამოეხმაურა მარინა ბერიძე. ამის შემდეგ კი მომღერალი ისევ დაუკავშირდა „პრაიმტაიმს” და მარინა ბერიძისთვის პასუხის გაცემა ითხოვა.

„ქალბატონ მარინა ბერიძეს მინდა ვუპასუხო. ნიკა გვარამია, სოფო ნიჟარაძე და უკვე თქვენც მასწავლით მე მუსიკალურ ჟანრებს და მიმდინარეობებს. თქვენ ეტყობა, კარგად ვერ გაიგეთ, მე რაზე მქონდა ლაპარაკი. საუბარი იმაზეა, რომ ის, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, მე ნიკას შევთავაზე ჩვენი საერთო მეგობრების საშუალებით, რაზეც მივიღე უარი და აღმოჩნდა, რომ ახლა თქვენ აკეთებთ იმ პროექტის გაგრძელებას, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, „საქართველოს ფანოღის” სახელით 5 წლის მანძილზე ძალიან დიდ რეიტინგს უწერდა „რუსთავი 2″-ის შვილობილ არხს. რაც შეეხება იმას, რომ თურმე მე ძალიან კარგად ვიცი, რა გიკეთებიათ… რა გაგიკეთებიათ, ქალბატონო მარინა? მთელი ცხოვრების მანძილზე აკრიტიკებთ ადამიანებს, მათ შემოქმედებას და ამოფარებული ხართ იმ ადამიანების რეგალიებს, ვისაც მართლა აქვს შექმნილი ღირებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე.

ნიჭია ადამიანების ლანძღვა და ზემოდან ყურება. ეს კი გაგიკეთებიათ და ალბათ, ასეც გააგრძელებთ თქვენს შემოქმედებას. უკეთესი იქნება, სანამ მე ჩემი კოლეგების სახელებითა და გვარებით მომმართავ, თავად გაერკვიო კარგად,  ვის რა აქვს შექმნილი, ვინ რას წარმოადგენს და თქვენ ვინ ხართ. არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო თქვენი სარკაზმი იმასთან დაკავშირებით, რომ მე თავის შეხსენება მჭირდება ხალხისთვის. აბა, ვინ ხალხზე მელაპარაკებით? მანდ რომ დასხედით და იუმორინას მეძახით, მუსიკას რომ ასწავლით ერს და თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად ვინც თქვენ გაწყობთ, იმას რომ ეძახით ქართული მუსიკის შემსრულებლებს, ამ ხალხს უნდა შევახსენო თავი? თუ ამბიციური საფეხურიდან ცოტა ქვემოთ ჩამოხვალთ, აღმოაჩენთ, რომ მე ხალხის სიყვარული არ მაკლია, რითიც მე ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობელი ჩემი ქვეყნის და ჩემი მსმენელის.  გვარამიამ უარი მითხრა, თქვენ ყველამ დიდ სცენაზე არგამოსაჩენი ჟანრის პროექტი გადაივარცხნეთ და ტრადიციულად თითს იქნევთ, ისვრით სარკაზმულ რჩევებს, თუ ვინ, სად და რომელ ნიშში უნდა იყოს წარმოჩენილი. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სნობიზმი იგუგუნებს ამ პროექტშიც და გულნატკენთა სიასაც გაიზრდით… და ბოლოს, თქვენგან განსხვავებით, მე გულწრფელ რჩევას მოგცემთ, ნუ ამოეფარებით გია ყანჩელს, ნანი ბრეგვაძეს, ბიძინა კვერნაძეს, რევაზ ლაღიძეს თუ გიორგი ცაბაძეს. სია ძალიან გრძელია, როგორც გარდაცვლილი, ასევე ცოცხალი ქართული მუსიკის ლეგენდების, მათ თქვენი პიარი ნამდვილად არ სჭირდებათ. მაგრამ, როგორც ჩანს, საკუთარი თავის გაპიარებაში უბადლოდ გამოიყენეთ და იყენებთ ამ ბუმბერაზი ადამიანების შექმნილ შედევრებს. ამ ყველაფრის მერე თუ საკუთარ თავთან დარჩები და კოლექტიურ აზროვნებას გაეთიშები, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილს ნამდვილად იპოვი, შენს ადგილს, სად უნდა გამოყო თავი და სად -არა”. – წერს ჩხეიძე.

“ეს ჟანრი არ არის დიდ სცენაზე გამოსატანი. ეს არის რესტორნის, სამარშრუტო ტაქსის და ა. შ მომხმარებლისთვის. იქ სადაც ნანი ბრეგვაძე განიხილება, შეიძლება, ნინო ჩხეიძე განიხილებოდეს?!
ძალიან მინდა ყველას ვურჩიო, თავისი ნიშა დაიკავოს და ნუ გადაუხვევენ. ძალიან კარგია როცა შენი ადგილი იცი და ის, თუ სად უნდა გამოყო თავი და სად – არა.” – ასეთი განცხადება გააკეთა “პრაიმთაიმში” მარინა ბერიძემ, რამაც ნინო ჩხეიძის პასუხის დაბრუნების სურვილი გაუჩინა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2” იწყება ახალ შოუს “მხოლოდ ქართული”, სადაც მხოლოდ ქართული სიმღერები უნდა გაჟღერდეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კასტინგების შემდეგ შეირჩევიან კონკურსანტები.

იტვირთბა....