aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთის პრემიერ-მინისტრად “გაზპრომის” მთავარი მენეჯერი დაინიშნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი გახდა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელი უკვე მოაწერა, -ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

კარენ კარაპეტიანი  2001-2010 წლებში “გაზპრომ-არმენიას” გენერალური დირექტორი იყო. 2011 წლის დეკემბერში კი “გაზპრომბანკის” პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2012 წლის ნოემბრიდან ის  კომპანია “გაზპრომ მეჟრეგიონგაზის” გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2015 წელს კი “გაზპრომ ენერგოჰოლდინგში” ასევე გენერალური დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლა.  2010 წლის დეკემბერიდან 2011 წლის ოქტომბრამდე კარაპეტიანი ერევნის მერის თანამდებობას იკავებდა.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა თანამდებობა 8 სექტემბერს დატოვა.

იტვირთბა....