aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერმა შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროებს ზემო ლარსზე რიგში მდგომი ადამიანების ყურადღება დაავალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მინდა, ვთხოვო შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილი გარკვეული შეფერხებების გამო რიგში ლოდინი უწევთ” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით, მაღალი ტემპერატურის პირობებში საჭიროა მათი ყურადღება:

“მიღებულია ზომები მათი სასმელი წყლითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფისთვის, თუმცა, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის პირობებში საჭიროა ყურადღება.
ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ უკვე ინფრასტრუქტურულად მოწყობილი ტირპარკები და დიდი იმედი მაქვს, ეს პრობლემაც გადაიჭრება. დღესდღეობით, ვიდრე ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, ასეთ ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოთ ის სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ”- განაცადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....