aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერმა მღებრიშვილის გადადგომა დაადასტურა: მის მოვალეობას შალვა ხუციშვილი შეასრულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, მამუკა ბახტაძემ გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიღებული განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა. გავრცელებული განცხადების თანახმად, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას შალვა ხუციშვილი შეასრულებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას, შალვა ხუციშვილი შეასრულებს,“ – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

იტვირთბა....