aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერმა დამსაქმებლებს მოუწოდა თანამშრომლებს მისცენ საშუალება არჩევნებში მონაწილეობის

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ყველა დამსაქმებელს მოუწოდა, რომ თითოეულ თანამშრომელს მისცენ საშუალება არჩვნებში მონაწილეობის.

მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

მოგეხსენებათ, რომ არჩევნების დღე 28 ნოემბერი გამოცხადდა უქმე დღედ. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე. ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი.

ასევე მივმართავ ყველა დამსაქმებელს ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოთ კანონით გარანტირებული უფლება“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....