aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: „ხშირად მასმედია არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს. დღეს, მოგეხსენებათ, მოდაშია ნეგატივი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ხშირად მასმედია არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს. დღეს, მოგეხსენებათ, მოდაშია ნეგატივი და ხშირად, ადამიანებმა, სამწუხაროდ, არ იციან თუნდაც მეზობელ სოფელში თუ ქალაქში გაკეთებული საქმის შესახებ,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე.

მისი განცხადებით, მას სურს გაწეული საქმიანობის შესახებ საუბარი, რადგან ამის ცოდნა მნიშვნელოვანია.

”მინდა, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრო ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ვინაიდან, სამწუხაროდ, ხშირად მასმედია არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს. დღეს, მოგეხსენებათ, მოდაშია ნეგატივი და ხშირად, ადამიანებმა, სამწუხაროდ, არ იციან თუნდაც მეზობელ სოფელში თუ ქალაქში გაკეთებული საქმის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი გაკეთებული საქმით. რა თქმა უნდა, წინ გაცილებით უფრო ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გაკეთებული საქმეები და შესრულებული დანაპირები იცოდნენ განსაკუთრებით ჩვენი პარტიის აქტივის წევრებმა”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა გახორციელებულ ინფრასრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში 151 300 000 ლარის ოდენობის დაახლოებით 1700 პროექტი გახორციელდა.

„ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა ჯამში დაახლოებით 1700 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 151 300 000 ლარია.

რეგიონში დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 401 კმ გზას – 70 500 000 ლარი.

აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100–მდე საბავშვო ბაღს -8 400 000 ლარის ოდენობით. მხოლოდ გასული 3 წლის განმავლობაში აშენდა 9 საბავშვო ბაღი, მათ შორის: ქალაქ რუსთავში, მარნეულში სოფელ ალგეთში, სოფელ სადახლოში, წელს დასრულდება საბავშვო ბაღების მშენებლობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კიზილკილისსა და კოხტაში, გარდაბანში სოფელ ახალსოფელში და სოფელ აღთაკლია–ყარათაკლიაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში და სოფელ ასურეთში. აღნიშნულ ბაღებს ჯამში 800–ზე მეტი ბავშვის მომსახურება შეუძლიათ.“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, წყალმომარაგებასთან ერთად მნიშვნელოვანი ცვლილებები ნაგავსაყრელებსაც შეეხო.

„რეაბილიტირდა და ახალი სასმელი წყლის სისტემა იქნა გაყვანილი 278 სოფელში, თანხით 15 800 000 ლარი. გასულ წელს დაიწყო ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორიცაა მარტყოფის, ნორიოსა და ახალსოფლის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა, რომელიც, უნდა ითქვას, რომ თავისი მნიშვნელობით და მასშტაბებით უპრეცედენტოა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის და იგი 5 სოფლის – ახალსოფლის, ნორიოს, მარტყოფის, ახალი სამგორის და ვაზიანის 18 000-მდე ოჯახს მოემსახურება 24-საათიან რეჟიმში.

მოეწყო 3 ნაგავსაყრელი – რუსთავში, რომლის ღირებულება თითქმის ნახევარი მილიონი ლარია; დმანისში, რომლის ღირებულება 160 ათას ლარზე მეტია,ბოლნისში, რომლის ღირებულება 300 ათას ლარია. ასევე დაიხურა 2 ნაგავსაყრელი – მანგლისსა და წალკაში. მოეწყო ნარჩენების გადამტვირთავი სადგური მანგლისი-წალკა, რომლის ღირებულებაა 230 ათასი ლარია.“- ნათქვამაი პრემიერის განცხადებაში.

იტვირთბა....