aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პრემიერი: შეურაცხყოფილი ვარ გაჩეჩილაძის ბრალდებებით, სასამართლო თუ იმავეს დაამტკიცებს, მზად ვარ თანამდებობა დავტოვო

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის (“უცნობის”)  განცხადებებს გამოეხმაურა. მისი განმარტებით,  ნაწყენია გაჩეჩილაძის მხრიდან წაყენებული ბრალდებების გამო:

“დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას არ ველოდი და არ შევეგუები. არ შემიძლია მოვისმინო ქება იმ ადამიანისგან, რომელიც ჩემი გუნდის წევრებს შეურაცხმყოფელად იხსენიებს. როცა ის (გია გაჩეჩილაძე)  დამიკავშირდა, მივეცი დავალება მთვარობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესი, ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები, მერე გავეცანი ამ საქმეს და ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი ბიზნესი, რომელშიც წილი გააჩნია, არაფერ შუაშია ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. კანონი დაცული იყო და მოვითხოვ მან, (გია გაჩეჩილაძემ)  მიმართოს კონკურენციის სააგენტოს და სასამართლოს. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ თანამდებობაც კი დავტოვო. თუ დადასტურდა, რომ კანონის დაცვით ჩატარდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას”-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გაჩეჩილაძე სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის კარტერულ შეთანხმებაზე საუბრობს. მან და “სიტორენ ჯორჯიას” ადვოკატებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ამ შეთანხმებებით ათეულობით მილიონი ლარის ზარალი სახელმწიფოს ადგება.

 

“უცნობი” სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის კარტერულ შეთანხმებაზე საუბრობს

 

 

 

 

 

იტვირთბა....