aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრემიერი: სესხების განულებას მოჰყვება დადებითი შედეგი მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სესხების განულებაზე ოპონენტების განცხადებები საფუძველს არის მოკლებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული დაპირება ჯერ კიდევ მისი ფინანსთა მინისტრობის დროს გასცა.

„მინდა ვისაუბრო სესხების განულების ინიციატივაზე. ჯერ კიდევ შარშან, წლის ბოლოს, როცა მე დავინიშნე ფინანსთა მინისტრად, გაზაფხულზე, ზაფხულში, ვაცხადებდი, რომ შემოდგომაზე ჭარბვალიანობის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი და პრობლემური კომპონენტის, ე.წ. შავი სიის პრობლემის გადაწყვეტა მოხდებოდა სწორედ შემოდგომაზე, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც მოყვება ძალიან ბევრი დადებითი შედეგი ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენი ეკონომიკისთვის. საუბარი ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ხშირად არასწორ ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეებს, არის სრულიად საფუძველს მოკლებული. ამას ყველა შემთხვევაში გავაკეთებდით, ისევე როგორც ყველა შემთხვევაში განვახორციელებთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც აიღო მთავრობამ დამტკიცების დროს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა  ისინი სესხის განულების სიაში.

იტვირთბა....