aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერი: სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

”დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის „დომოდედოვოს” აეროპორტიდან „ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, გუშინ ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

იტვირთბა....