aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი გუშინ თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გუშინ თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს და სტაბილურობას, რომელიც მისმა ხელისუფლებამ მოიპოვა. პრემიერის განცხადებით, ამიტომ მას  ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დააყენებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

.„საკრებულოს წინ გუშინდელ ვნებათაღელვასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ყველამ ვიხილეთ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მოსახლეობამ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის, რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანია ის, რომ არჩევნების წინ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე ხელს უშლის სტაბილურად და მშვიდობიანად არჩევნების ჩატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის.

ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა. სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, რომ ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს და სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და რა თქმა უნდა ჩვენ ამის ძალა შეგვწევს.

ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს და ამ დროს სხდომის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, დამთავრებული იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დედაქალაქისთვის მონათლონ დანაშაულად. ვფიქრობ, ეს სიცრუეც ყველამ დაინახა და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ვერ ექნება. მინდა, მათაც კარგად იცოდნენ, რომ დასრულდა ის ხანა, როდესაც ისინი წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას. სიცრუის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის 12 მონაწილე დააკავეს.

ოპოზიცია თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, სადაც პუშკინის ქუჩის ტერიტორიის მიმდებარე ნაწილი ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ერთ ლარად გადაეცა.

იტვირთბა....