aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი:  აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან მადლობის წერილი მივიღე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის  განცხადებით, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან მიიღო წერილი, რომელშიც გენერალი მატისი მადლობას უხდის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები გამო.

ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენცია სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო დაეხმარება ქვეყანას, რომ ახალ დონეზე გადაიყვანოს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

„წერილში ხაზგასმულია ჩვენი მთავრობის ძალისხმევა საქართველოს შეიარაღებული მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მინდა, ჩვენს კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში და პირადად მინისტრს გადავუხადო მადლობა იმ მნიშვნელოვანი პროგრესისა და ფუნდამენტური რეფორმებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით, გაგვეტარებინა ამ უწყებაში. მატისის წერილი ჩვენთვის მიღწეული წარმატების კიდევ ერთ დასტურია. შესაბამისად მინდა, სწორედ ის სიტყვები გამოვიყენო, რომელიც ამ წერილშია. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ნატო-ს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....