aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ასე აღარ შეიძლება, ყველაფერი ძვირდება”: ელისაშვილი პრეზიდენტობაზე კენჭისყრას არ გამორიცხავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

არ არის გამორიცხული თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ელისაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შექმნას გეგმავს. მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთდება.
“ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუმცა ეს მომავლის ამბავია. ამ ქვეყანას სჭირდება ჭაობიდან ამოყვანა. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ყველაფერი ძვირდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....