aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა და 111 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართ​ულ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალებულ პირთაგან 42 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და სამი ქალია.

69 პირს სასჯელი შეუმცირდა. მათ შორისაა ოთხი ქალი და ექვსი არასრულწლოვანი.

კომისიამ სულ 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ზვიად ქორიძის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

შეწყალების კომისია შესაწყალებელ პირთა საქმეებზე 19-23 სექტემბრის პერიოდში მუშაობდა.

იტვირთბა....