aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტმა ბერძენი ქველმოქმედი მარიანა ვარდინოიანისი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებისათვის გამართულ საზეიმო სადილზე, ღირსების ორდენით მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი და ბავშვთა ასოციაციის „ელპიდა“ დამფუძნებელი, ბერძენი ქველმოქმედი ბიზნესმენი მარიანა ვარდინოიანისი დააჯილდოვა.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საბერძნეთში ვიზიტისას ონკოლოგიურ ცენტრში სტუმრობა გაიხსენა, სადაც ქართველი გოგონა მოინახულა, რომელიც მკურნალობას მარიანა ვარდინოიანისის ფონდის დაფინანსებით გადიოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მარიანა ვარდინოიანისს ღირსების ორდენი ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზარდების სიცოცხლის გადარჩენისა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უანგარო სამსახურისა და ქველმოქმედებისათვის გადასცა.
თავის მხრივ ბავშვთა ფონდის „ელპიდა“ დამფუძნებელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება.

„ბატონო პრეზიდენტო დიდი პატივია ჩემთვის თქვენგან ღირსების ორდენის მიღება. ასევე დიდი პატივია მერქვას საქართველოს მეგობარი და მოხარული ვარ თქვენი გადაწყვეტილებით. ვიღებ ამ ჯილდოს როგორც ჩემი ძალისხმევის დაფასებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი მეგობრობის სიმბოლოს. ეს არის იმ ღირებულებების გამოხატვა, რომლებსაც ჩვენ ერთად ვიზიარებთ,“ -აღნიშნა მარიანა ვარდინოიანისმა.

იტვირთბა....