aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯოლდოვა. ამის შესახებ პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც დღეს არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნადვილი სახე. საზოგადოებამ დღეს ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საქართველო იხილა.

“დღეს მიწას მივაბარეთ ღირსეული მამულიშვილი, არჩილ ტატუნაშვილი. ამავე დროს დღეს ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე, ის არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი. დღეს ვნახეთ, რომ ამ მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო დიდი მუხანათობა დაიგეგმა, რომ კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის არჩილის ცხედრის არგადმოცემით. დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველო, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ამ ყველაფერს, ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება. მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ ეს გაგვივლია საუკუნეების განმავლობაში და მზად ვართ ასეთი ბრძოლისთვის, რადგან ყოველთვის გამარჯვებული გამოვდიოდით და ამ ბრძოლაშიც გამარჯვებული გამოვალთ. ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენით ვაჯილდოვებთ”, – განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტმა.

იტვირთბა....